Thursday, December 10, 2009

სასწავლო პროექტი


1. პროექტის  სახელი:  ვინ ვარ მე?    

2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტში მიმოხილული იქნება ოჯახის ისტორია შედგენილი იქნება გენეალოგიური ხე.

3. პროექტის სრული აღწერა:       მივმართავ კითხვით: რომელ თქვენგანს ჰქვია ბებიასა და ბაბუას სახელი?რა პროფესიას ემსახურებიან ისინი? იცით ვინ არიან თქვენი დიდი ბაბუა-ბებიები? უპასუხოთ დარჩენილი ეს კითხვის ნიშანი ხვალ ფორმას შეიცვლის და გულგრილ წერტილად იქცევა: მე დედა და მამა, ბებიები და ბაბუები და .... წერტილი, რომლის იქითაც არ იცის და აღარც აინტერესებს. ადამიანის ისტორია მისი ოჯახის ისტორიით იწყება. მოგვიანებით, იმ ადგილის ისტორია დააინტერესებს, სადაც დაიბადა. მერე უფრო დიდი მონდომებით დაიწყებს   სხვა ქვეყნების, ქალაქების,ხალხების ისტორიის შესწავლას. მანამდე კი, იქნებ მთელი ოჯახი შეიკრიბოთ  და გაიხსენით თქვენი წარმიმავლობა.

დავიწყოთ ასე: ფურცელზე ავღნიშნოთ საწყისი წერტილი-ეს იქნებით თქვენ. სახლში გააგრძელეთ და ისრებით დააკავშირეთ მსობლებთან, ისინი კიდევ მათ მშობლებთან. შეადგინონ გენეოლოგიური ხე(ვუხსნი რას ნისნავს). მოიძიონ საინტერესო ისტორიები მათ წინაპრებზე. ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციებს. გააკეთებენ გენეალოგიურ ხეს. აკეთებენ პრეზენტაციას. კამათობენ, და გამოავლენენ საუკეთესო წინაპარს.ჩემს მიერ წინასწარ შედგენილ ცხრილში წინაპრებს განალაგებენ  პროფესიების მიხედვით.  მოწვეული სტუმრის სახით მოწვეულია ოჯახის ერთ-ერთი წევრი (სასურველია კარგი რეპუტაციის მქონე). იგი ყვება საინტერესო ისტორიებს. მოსწავლეები უსვამენ კითხვებს. ხდება შეჯამება. ხდება შეფასება.                                          

4. მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი

5. ვადები- ხანგრძლივობა:   2 კვირა

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტზე მუშაობა, დისკუსიები, დიალოგის წარმართვა, კითხვა-პასუხი, პრეზენტაცია, ისტორიების მოყოლა. ინდივიდუალური მუშაობა. მიზნები: კონტაქტი დაამყარონ ახლო ნათესავებთან. იგრძნონ მეტი პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე. გაიგონ სხვადასხვა პრიფესიების შესახებ. გამოავლინონ ღირსეული წინაპარი. შედეგი: ბავშვები მოიპოვებენ ინფორმაციებს ოჯახის წევრებისა და ნათესავების შესახებ. შეადგენენ გენეალოგიურ ხეს. გაიგებენ  სხვადასხვა პროფესიების შესახებ. წარმოადგენენ პრეზენტაციაზე. ღირსეული წინაპრების მაგალითზე მიხვდებიან თუ რამდენად ფასეულია წარმატებული ადამიანის ცხოვრება. ბავშვები უშუალოდ მოისმენენ საინტერესო ისტორიებს

7. სასწ.გეგმა: ქართული ენა;

 ||.7 მოსწავლე ადრესატის გათვალისწინებით თხზავს მარტივი სახის საკომუნიკაციო და მიზნობრივ ტექსტებს;

||.5 კითხულობს იგებს მცირე ზომის ტექსტებს.

||.6 ხმამაღლა კითხვისას სწორად  განსაზღვრავს წინადადების საზღვრებს ტექსტში.იცავს პაუზას.

მათემატიკა

||.3 ასრულებს განახევრება- გაორმაგების მოქმედებებს.

||11 აგროვებს თვისებრივ მონაცემებს მისი უშუალო გარემოცვის შესახებ

ხელოვნება

|| მოსწავლე პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს

||.13 აკავშირებს ნაწარმოების შინაარსს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებასთან.

8. რა ცოდნას უნდა ფლობდეს/ აქვს კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა. დიალოგის წარმართვის უნარ-ჩვევა.

9. რესურსები: ფორმატი, ფლომასტერი. ფერადი ქეღალდი, წინაპართა სურათები, წებოვანი ქაღალდი, ის ნივთები, რომელიც მათი წინაპრების საყვარელი ნივთებია, ადამიანი(ბებია,ბაბუა და  ა.შ.)

შენიშვნა: 1

1. პასიური მოსწავლეებისათვის შერჩეული მაქვს კითხვები რამდენი ოჯახის წევრია?, ვინ უყვარს ყველაზე მეტად?  რას გააკეთებდა მისთვის? უმხელს თუ არა თავის სურვილებს?

2. სასურველია მუშაობა დიდი ზომის ფორმატზე დაიწყონ-ვინ იცის,რომელ თაობამდე მივლენ!?  შეიძლება ფოტოები დააკრან,მინაწერები გააკეთონ და მხატვრულად გააფორმონ.

ფასილიტატორი: ლელა ჩხაიძე;

ფასილიტატორის ელ–ფოსტა: lela.chkh@gmail.com

No comments:

Post a Comment