1. პროექტის სახელი: “როგორ დავაღწიოთ თავი ინფექციებს”
2. შედგენილი იქნა პლაკატი ძირითადი მოთხოვნებით
3. პროექტის სრული აღწერა: დაფაზე ვხატავთ არასასიამივნო შეხედულებების არსებას, რომელსაც “ძია” ინფექციას ვუწოდებთ.
ვსვამ კითხვას-რა ზიანის მოტანა შეუძლია მას? აღინიშნა, რომ ცხოველებთან და ფრინველებთან ურთიერთობა შეიძლება ინფექციერი დაავადებების მიზეზი გახდეს. საჭიროა პირადი ჰიგიენის წესების დაცვა. ასევე უნდა მოვერიდოთ დავირუსებულ ადამიანებთან ურთიერთობას.
ბავშვები აღნიშნავენ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისი ჰიგიენური საგნები. პასუხობენ კითხვებს. გამოთქვამენ ვარაუდებს.
საშინაო დავალება ეძლევათ გამოიკვლიონ რომელი ინფექციები არის გამივლენილი, რომელი პირადი ჰოგიენის საგნებია, რომელიც სხვამ არ უნდა მოიხმაროს.
კლასი იყოფა ორ ჯგუფად 1ჯგ. მოიძიებს ინფერმაციებს ისეთ ინფექციებზე, რომელიც ვაქცინაციას ექვემდებარება||
|| ჯგ.-წარმოადგენს პრეზენტაციაზე თემას ახლად აღმოჩენილი ვირუსების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 7-8
ხანგრძლივობა: 3 კვირა
აქტივობები: პრეზენტაცია, დისკუსია, დიალოგის წარმართვა, ისტორიების მოყოლა თანამშრომლობა
მეც. ფორმა ჯგუფური მუშაობა
მოზნები და შედეგები:ბავშვები თვითონ მოიძიებენ ინფორმაციებს,გაიგებენ ვაქცინაციების აუცილებლობის შესახებ. ისწავლიან როგორ მოერიდონ ინფექციებს, გაიგებენ ინფექციების მრავალსახეობის შესახებ.
სასწ.გეგმა: ქართული : |.7, ||.5 ბუნება-||6,||9 ||10ხელოვნება ||2,|| ||,
რა ცოდნას უნდა ფლობდეს: აქვს კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა, შეუძლია მოკლე ჩანაწერის გაკეთება, აქვს დიალოგის წარმართვის უნარ-ჩვევა, იციან ცხოველების შესახებ.
შეჯამდა პროექტი: შეიქმნა საერთო პლაკატი, რომლის გამოყენება შეიძლება, როგორც საკლასო ოთახში, ასევე სასკოლო დერეფანში. მათში გათვალისწინებულია ძირითადი ჰიგიენური მოთხოვნები, დაახლოებით 10 მუხლი.
გამოყენებული რესურსები: ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამოცემული ბუკლეტები, ისტ–ის გამოყენებით შერჩეული ფილმების ჩვენება. ადამიანი.
ფასილიტატორი: ლელა ჩხაიძე.
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: lela.chkh@gmail.com
No comments:
Post a Comment